რეზონანსი
(16.12.2023)

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა. ამის შესახებ RIA Novosti უწყების მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ანკეტაზე დაყრდნობით

წერს.

„უკრაინის შსს-ს მონაცემთა ბაზის მიხედვით, პატრიარქ კირილს უკრაინის უშიშროების სამსახური ეძებს და ის ძებნილთა სიაში 11 ნოემბრის შემდეგ არის, ანკეტაში კი ინფორმაცია 15 დეკემბერს განახლდა. იქ ასევე მითითებულია აღკვეთის ღონისძიება - დაკავება. ძებნილის ანკეტას დართული აქვს პატრიარქის ფოტო

და მისი ერისკაცობის სახელი ვლადიმერ გუნდიაევი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე