რეზონანსი
(16.12.2023)

თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება აღინიშნება, საქართველოს პრეზიდენტის მისვლის დროს, ინციდენტი მოხდა.

ჟურნალისტებსა საუბრისას სალომე ზურაბიშვილს ბუტა რობაქიძის დედა გამოეხმაურა, რომელიც პრეზიდენტს პირობის დადებას სთხოვდა, რათა არ შეეწყალებინა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"პირობა მომეცით, რომ არ შეიწყალებთ. არ უნდა შეიწყალოთ, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ შეიწყალებთ", - განაცხადა ია მეტრეველმა.

"თქვენ გაქვს იმედი და საკმარისია", - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა, ბუტა რობაქიძის დედას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე