რეზონანსი
(15.12.2023)

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ბრძოლების დროს ისრაელის ძალებმა შეცდომით განსაზღვრეს სამი ისრაელელი მძევალი, როგორც საფრთხე, ცეცხლი გაუხსნეს მათ და მოკლეს.

"ეს არის ტრაგიკული ინციდენტი, პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვით ძალებს ეკისრება", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა.

"ეს არის ტერიტორია, სადაც ჯარისკაცები შეხვდნენ ბევრ ტერორისტს, მათ შორის თვითმკვლელ ტერორისტებს", - დასძინა დანიელ ჰაგარიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე