რეზონანსი
(12.12.2023)

პარლამენტში პიროტექნიკაზე რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ. „ლელომ" ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ 9 თვეა, დააინიცირეს კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვაზე, რომელიც ამ დრომდე არ განხილულა.

მმართველი გუნდი იზიარებს პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად უნდა შეიზღუდოს და ამ საკითხზე მუშაობის დაწყებას აპირებს, თუმცა „ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ „ლელოს" კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და ამ საკითხზე ალტერნატიულ პროექტს თავად დააინიცირებენ.

„ლელო" არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მათ არცერთ კანონპროექტს პრინციპულად არ დავუჭერთ მხარს. რაც შეეხება თემას, მე და ჩემს თანაგუნდელებს მსგავსი პოზიცია გვაქვს, ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ. „ლელოს" მხარდაჭერა ჩვენს გეგმებში არ შედის. მე ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მხარს დავუჭერდი ასეთი კანონის მიღებას, ამ თემას ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ". - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე