რეზონანსი
(12.12.2023)

„ლელო“ „ნაცების“ გარეშე იქნება ყვითელი „ნაცები“ და გვექნება ორი „ნაცები“ - ყვითელი და წითელი, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ყველა „ნაცური“ პარტია „ლელოს“ ჩათვლით უნდა გაწევრიანდეს „ნაცებში“ ზოგადად და არ დააბნიონ ამომრჩეველი. იმიტომ, რომ დამოუკიდებელი პერსპექტივა მათ ნაკლებად გააჩნიათ იქიდან გამომდინარე, რომ ზედმეტად „ნაცები“ არიან. გახარიები მე მგონი, ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ რა უნდათ პოლიტიკაში. „ლელო“ ნაცების გარეშე იქნება ყვითელი „ნაცები“ და გვექნება ორი „ნაცები“ - ყვითელი და წითელი. თქვენ კითხულობთ რომელი ნაცები მოერევა და ყვითლებს აქვთ თუ არა შანსებიო. მე მგონია, რომ ნაკლებად უფრო“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე