რეზონანსი
(12.12.2023)

ექსპრემიერის მისამართით ირაკლი კობახიძის შეურაცხმყოფელ განცხაებებს გახარიას გუნდში პასუხობენ. მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ დაანონსებული მხილების გამო "ოცნება" ისტერიკაშია. 

ოპოზიციის წევრი მმართველ გუნდს მოუწოდებს, თუ მართლები არიან, ჯერ ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნას.

კობახიძეს გაახსენეთ ბუზი ბზუილის ამბავი და მიხვდება კარგად, რასაც ვგულისხმობ, ეს ერთი და მეორე - გახარია რასაც საუბრობს, მაგალითად, ბოლო პერიოდში რაც ისაუბრა 20-25 ოჯახის საკითხზე, კორუფციის საკითხზე და ა.შ., ეს ყველაფერი არის სიმართლე. ეს სიმართლე "ოცნებაში" იწვევს ისტერიკას და იმ ისტერიკის  გამოხატულებაა ზუსტად რაც ჩვენ მოვისმინეთ დღეს კობახიძისგან. თუ ყველაფერში მართლები არიან, ქოლცენტრების საგმოძიებო კომისიას მხარი დაუჭირონ და შევქმნათ ქოლცენტრების საგამოძიებო კომისია. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, - ამბობს მიხეილ დაუშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია აქამდე მის ყოფილ თანამებრძოლებს საეჭვო გარიგებებში ადანაშაულებდა, გუშინ კი უკვე თქვა, რომ "ოცნების" ლიდერების ნაწილს იმდენი აქვს მოპარული, რომ ქურდობის მასშტაბის უკვე თავადაც ეშინიათ.

გახარიას პასუხად ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ექსპრემიერი შარლატანია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე