რეზონანსი
(12.12.2023)

წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს ის გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს ისტორიულ სიმართლეს, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

"ჩვენ, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებშიც, მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი მეგობრებისა ევროკავშირის ქვეყნებიდან. ვფიქრობ, რომ ყველა წინაპირობა სახეზეა, გვაქვს პოზიტიური დასკვნა, გვაქვს პოლიტიკური განწყობა მხარდაჭერის, ასე რომ წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს გადაწყვეტილება მოისმინოს, ის გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს ისტორიულ სიმართლეს, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე