რეზონანსი
(12.12.2023)

საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - ასეთია ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკულად განსაზღვრავს მომავალს შემდგომი გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ხალხის მიერ არჩეული მთავრობაა ის, ვინც ახორციელებს კონკრეტულ რეფორმებს და რასაკვირველია საზოგადოება, რომელიც იმსახურებს იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ევროინტეგრაციის გზაზე. ასეთია მისწრაფება და ეს მისწრაფება ჩვენ ავსახეთ საქართველოს კონსტიტუციაში", - აღნიშნა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე