რეზონანსი
(12.12.2023)

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უკლებლივ ყველა ფაქტორი მიანიშნებს, რომ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება იქნება დადებითი, რადგან არ არსებობს საპირისპირო არგუმენტაცია.

მისი თქმით, ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა დისკუსიის შინაარსთან დაკავშირებით და ცხადი გახდა, რომ ამ თემას საქართველოს საკითხზე უარყოფითი გავლენა ვერ ექნება.

"უკლებლივ ყველა ფაქტორი, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება ეს ვარაუდი გვიყალიბდებოდეს, მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, რადგან არ არსებობს საპირისპირო არგუმენტაცია. გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შინაარსია იმ დისკუსიისა, რომელიც მიმდინარეობს, ეს უნგრეთისა და ევროკავშირის საკითხებითა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე