„სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში გადადგება და ოპოზიციის კამპანიის ლიდერი გახდება“ - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი გახარია გზას გაივლის და მასაც „გადააყენებენ". ამასთან, "ოცნების" ლიდერი აანონსებს, რომ პრეზიდენტი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიაში ჩაერთვება, იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
„ძალიან მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად, რა შანსი აქვს, რაიმე წვლილი შეიტანოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაძლიერებაში წინასაარჩევნოდ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას იზიარებენ მმართველი გუნდის სხვა წევრებიც. დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილიფიქიტიური პრეზიდენტია.
„მასმერე, რაცპრეზიდენტიარღვევსშეგნებულადკონსტიტუციას, არშეიძლება, რომმასარეწოდოსქვეყანაშიფიქტიურიპრეზიდენტი. ისუკვეარისოპოზიციისერთგვარილიდერი. ხვალდაზეგამჭრილშისალომეზურაბიშვილირაგადაწყვეტილებასმიიღებს,ნამდვილადვერგეტყვით, თუმცაიმისპროგნოზირება, რომასეგანვითარდესმოვლენები, როგორცირაკლიკობახიძემბრძანა, ნამდვილადარსებობს. რარეიტინგიაქვსთუნდაცმას, „ნაციონალურმოძრაობას“დაამსულისკვეთებაშიმყოფპარტიებს, კარგადაჩვენაარაერთმაკვლევისშედეგმა,“ - აღნიშნამათიკაშვილმა.
„გირჩის“წევრისანდრორაქვიაშვილიწინასაარჩევნოდსალომეზურაბიშვილისოპოზიციაშიგადასვლასარარეალურსუწოდებს. პრეზიდენტიშესაძლოაირაკლიღარიბაშვილსვერიტანდეს, მაგრამსაბოლოოჯამში„ქართულიოცნების“წინააღმდეგარასდროსგადაუდგამსნაბიჯი.
„შეუძლებელია, წარმოუდგენელია, რატომუნდამოუნდესსალომეზურაბიშვილს, არჩევნებამდეორითვითადრეგადადგესდარომელიმეპარტიაშიშევიდეს?! ამისახსნართულია. კობახიძერაღაცშეთქმულებებსაწყობს, მაგრამრამეკვალიაქვსამას, რამეჩანს, რომსალომეზურაბიშვილიამაზეწამსვლელია? ერთინაბიჯიგადადგა, რითაცმართლადააზიანა„ქართულიოცნება“? შეიძლება, რაღაცდაპირისპირებაჰქონდეთ, არმოსწონდესღარიბაშვილი, ამასდავიჯერებ, მაგრამზოგადადთუ„ქართულოცნებას“შევხედავთ, პრეზიდენტი„ოცნებაში“ არარისამიტომარმჯერარომპრეზიდენტისოპოზიციაშიგადასვლარეალისტურიიყოს,“ - აცხადებსრაქვიაშვილი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კობახიძის მიერ მოცემული არცერთი სცენარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ უნდა აწყობდეს.
„ძალიან მეეჭვება, რომ ამ ორი სცენარიდან რომელიმეს მაინც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განიხილავდეს. ორივე შემთხვევაში ვფიქრობ, რომ წაგებული მაინც ის აღმოჩდება. თუ ის ოპოზიციას მხარს აუბამს და პრეზიდენტობის რანგში იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმურია, მაშინ მას ამაში დასავლეთის მხარდაჭერა დასჭირდება. ჩვენ კი ვიცით, რომ არცერთი არჩევნების დროს, დასავლურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ეს არ უთქვამთ, მიუხედავად ჩვენი ოპოზიციის მტკიცებისა.
„ამიტომ მხოლოდ პრეზიდენტის განცხადება არ იქნება საკმარის და ის დიდ სკანდალში გაეხვევა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, მის გადადგომასთან დაკავშირებით, აქაც ძალიან რთული სიტუაციაა. საქმე იმაშია, რომ ზურაბიშვილი, როგორც კი ოპოზიციურ ფლანგზე გადაინაცვლეებს, მაშინვე ოპოზიციის კონკურენტი გახდება. ახლა რასაც თვალს ვადევნებთ, დიდი ენთუზიაზმით მის მიმართ ოპოზიციაში არც ახალ გამოირჩევიან. ხოლო, როგორც კი მათ სათამაშო სივრცეში გადავა, მაშინვე მის გაშავებას დაიწყებენ“,-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ მას რეიტინგი არა აქვს. მითუმეტეს ოპოზიციურ ფლანგზე. ამიტომ როგორც კი გადადგება, მომხრეების მაგივრად იმაზე მეტ მტერს და მეტოქეს გაიჩენს, ვიდრე ახლა ჰყავს. მითუმეტეს ოპოზიციის ფლანგზე ყველას ლიდერობა უნდა და მისი ამბიციებიდან გამომდინარე ადგილი სად შეიძლება მოიძებნოს, რთული სათქმელია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე