რეზონანსი
(07.12.2023)

ცისანა სეფიაშვილმა ოჯახი მესამედ შექმნა. მომღერალმა ქორწინება ორი დღის დააკანონა და ამ ბედნიერი დღის შესახებ საზოგადოებას ფეისბუქის მეშვეობითაც ამცნო.

გაირკვა, რომ მომღერლის მეუღლე ოთარ გიორგობიანია, მაგრამ ამის გარდა, მომღერლს ახალი ოჯახის შესახებ სიტყვა არ დასცდენია:

"უარს ვამბობ ყველანაირ ინტერვიუზე. ისედაც არ მიყვარდა გამოქექვა და საჯაროდ პირადი თემების გამოტანა და ახლა, მით უმეტეს. მოფრთხილებაზე არ არის, უბრალოდ, არ მინდა ამაზე საუბარი. ვარ ჩემთვის კარგად და ბედნიერად", - განუცხადა ცისანამ "პრაიმტაიმს".

მომღერალს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებიდან - სამი შვილი, ვაჟი და ორი გოგონა. სოსო ზაქარეიშვილთან თექვსმეტწლიანი ქორწინება, მომღერალმა ექვსი წლის წინ, გაყრით დაასრულა...

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე