რეზონანსი
(05.12.2023)

გარდაიცვალა მსახიობის და კინორეჟისორის დათო აგიაშვილის ქალიშვილი, მაია აგიაშვილი. სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის ძმა, ჰოლივუდში მოღვაწე რეჟისორი, ნიკა აგიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გუშინ ჩვენს დას, მაია აგიაშვილს დავემშვიდობეთ“, - წერს რეჟისორი.

დათო აგიაშვილი ცნობილი მწერლის ნიკა აგიაშვილის შვილი გახლდათ. იგი 90-იან წლებში საქართველოდან წავიდა და ამერიკაში მოულოდნელად გარდაიცვალა.

მსახიობი ოჯახთან ერთად აშშ-ში, კალიფორნიაში ცხოვრობდა. ჰყავს სამი შვილი.  უფროსი ქალიშვილი მაია აგიაშვილი – კინომცოდნე და მწერალი იყო.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე