რეზონანსი
(04.12.2023)

ცნობილი რუსი ოპოზიციონერის, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გარი კასპაროვის განცხადებით, თეთრ სახლს არ სურს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
„თეთრ სახლს არ სურს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს. საკითხავია, რატომ? ისინი არ ამბობენ, ამიტომ პასუხი ისეთია, რომ მათ რცხვენიათ ან/და ეს მათ პოლიტიკურად დააზიანებთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ, რუსეთთან და ირანთან შეთანხმებებს მიაღწიონ, ნაცვლად იმისა, რომ დაამარცხონ ისინი“, - წერს გარი კასპაროვი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



