პროდიუსერი ნატო დუმბაძე ანრი ჯოხაძის კონცერტზე ბაბი კირკიტაძის მიერ შესრულებულ აკრობატულ ნომერს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„ეს ორი დღეა ბაბის ფრენას აღუშფოთებია „საზოგადოება". ზოგი შეფარულად, ზოგიც ირიბად, ზოგს ვიდეო უდევს პატარა ცინიზმით გამსჭვალული კომენტარით. იციან, რომ კომენტარებში სხვები იქირქილებენ, იცინებენ დაგმობენ, გააკრიტიკებენ. მოკლედ, საქმე გამოუჩნდათ! დიდი ხანია არავინ გაუქილიკებიათ!
რა ჰქვია ამ ფენომენს, არ ვიცი და ვერ ვიცი!
ბაბიკო, შენ კი სიყვარულისგან გეფრინოს მუდამ, ესაა ჩემი კომენტარი“! - წერს ნატო დუმბაძე.
ცნობისთვის, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანრი ჯოხაძის კონცერტზე, მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ სახიფათო აკრობატული ნომერი შეასრულა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე