
„ნაცმოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ისეთი სიხშირით ატარებენ, რომ, მგონი, პარლამენტის მორიგი არჩევნები საერთოდ გამორჩებათ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„„ნაციონალური მოძრაობის" მიმართ რეკომენდაცია მაქვს - თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში - მელია, შაბათ-კვირას კი ხელჩაკიდებულებმა იარონ ხან კვიპროსში, ხან „ვივამედში". ასე ერთიანად პარტიას გადაარჩენენ და არჩევნებამდე მივლენ. სხვა გამოსავალი არ არის, თუმცა ერთი მაინც არის: თავმჯდომარის პოსტი გააუქმონ და თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში, სააკაშვილთან მიიტანონ, სადაც დახვდებათ ბოტასები და ამ თანამდებობისთვის ბრძოლა აღარ იქნება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური საბჭოს სხდომა იმართება. პარტიამ პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ნაცმოძრაობის" წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



