
"რეკორდულია დასაქმების დონე, ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რაც გვაქვს," - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
როგორც პრემიერი ამბობს, დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყანაში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. პრემიერი მთავრობის სხდომაზე კვლავ აკრიტიკებს წინა ხელისუფლებას და ამბობს, რომ დღეს ხელისუფლებაში წინა მთავრობის წევრები რომ იყვნენ, "საბოლოოდ დააქცევდნენ, გაანადგურებდნენ" ქვეყანას.
ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში - 1 366 000 დასაქმებულია დღეს ქვეყანაში, ოფიციალურად არაც არის საქსტატის მიხედვით გამოქვეყნებული ინფორმაცია, ასევე რეკორდულია დასაქმების დონე, ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რაც გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო, სხვა, წინა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დღეს მშვიდობაც არ იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა, ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ, გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა, ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებთ ამ მშვიდობიან პოლიტიკას და მაღალ ეკონომიკურ ზრდას და განვითარების ტემპს,“ - ამბობს ღარიბაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



