რეზონანსი
(26.11.2023)

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე რვა პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც სამინისტროში იუწყებიან, ქალაქ ჯენინში და იქ მდებარე ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის შეჭრისას დაიღუპა ხუთი ადამიანი, ორი დაიღუპა იატმაში, ნაბლუსის სამხრეთით, ხოლო რამალას მახლობლად, ალ ბირეჰში ისრაელის ჯარებმა ერთი ადამიანი დახვრიტეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე