რეზონანსი
(26.11.2023)

უკრაინული გამოცემა Unian-ის ცნობით, ევროკომისია უკრაინას რუსეთის თავდასხმების შედეგად განადგურებული საპორტო ინფრასტრუქტურის აღსადგენად 50 მილიონ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
"ჩვენ გამოვყოფთ 50 მილიონ ევროს პორტის ინფრასტრუქტურის აღსადგენად," - თქვა ლაიენმა.
ცნობისთვის, ზაფხულში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთ რეგიონზე თავდასხმები გააძლიერეს, რის შედეგადაც არაერთი საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა / განადგურდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



