
გუშინ დილით კოსტა სანიკიძე დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, მომღერალი დედის თვალწინ, საკუთარ სახლში დაჭრეს. მას ხუთი ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ერთი პირი დააკავა. დაკავებული 24 წლის გიორგი გველესიანია.
დაკავებულის ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის მოტივი. ბრალდებული მამა, თამაზ გველესიანი აცხადებს, რომ შვილი სახლიდან გაეპარა და პირდად კოსტა სანიკიძეს მისი სანათესაოდანარავინ იცნობს.
„მეც პირველად გავიგე, როგორც თქვენ ხართ გაოგნებული, ისე ვარ მეც და უარეს მდგომარეობაში. ფსიქოლოგიური პრობლემები რომ ჰქონდა, ეს ფაქტია, მაგრამ ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. ვერც მეგობრებში, ვერც სანაცნობოში ვერ ვნახე ვინმე, ვინც იცნობდა ამ პიროვნებას ეკრანის მიღმა...
ასეთ მდგომარეობაში რომ იყო ჩემი შვილი, მე ვიწექი მასთან ოთახში, რომ ყურადღებით ვყოფილიყავი. დილის 6 საათზე ჩამეძინა და გამეპარა სახლიდან. ახლა ადვოკატი ითხოვს ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას", - განუცხადა თამაზ გველესიანმა "ტვ პირველს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



