რეზონანსი
(20.11.2023)

ქალაქ რუსთავის მკვიდრი, ახალგაზრდა ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, რუსთაველი ხვიჩა ბიწაძე საერთაშორისო გადაზიდებზე მუშაობდა და რუსეთში იყო წასული.

მოსკოვიდან უკან დაბრუნების დროს ოჯახს დაურეკა და აცნობა, რომ თავს კარგად არ გრძნობდა და უნდა დაეძინა, რის შემდეგ ოჯახი კომუნიკაციაზე ვეღარ გავიდა.

სამწუხაროდ, კაცი საკუთარ ტრაილერში გარდაცვილილი იპოვეს. ინფორმაცია ოჯახის ახლობელმა ხათუნა ცერცვაძემ გაავრცელა.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე