რეზონანსი
(19.11.2023)

უნგრეთის პრემიერი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია. განცხადება მან ამჯერად საკუთარი პარტიის ყრილობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ უკრაინა "სინათლის წლებით არის დაშორებული ევროკავშირისგან“.

„მოლაპარაკებების დაწყების ამ მცდარი დაპირების გამოსწორება ასევე ჩვენი ამოცანა იქნება, რადგან უკრაინა ახლა სინათლის წლებით არის დაშორებული ევროკავშირისგან“, - თქვა ორბანმა. 

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე