ია აბულაშვილი
(16.11.2023)

ოპოზიციას წლებია არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მისი რეიტინგი გაზრდილიყო, პირიქით ნელ-ნელა უფრო მცირდება. ფაქტია, რომ არჩევნებს ყველა პარტია ხვდება მოუმზადებელი - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე წინასაარჩევნო პროცესების შეფასებისას.

მისი თქმით, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გამოქვეყნებულ კვლევები აჩვენებს, რომ "ქართველები ხართ ორი პარტიის ამარა".

"ეს კვლევები მაჩვენებელია იმისა, რომ უმძიმესი სურათია არა პარტიებისთვის, არამედ ამომრჩევლისთვის, რადგან, თუ ხელისუფლების უკმაყოფილო ხარ, მაშინ ვისზე უნდა აიღო ორიენტაცია - ოპოზიციაზე.

"იმ ოპოზიციაზე, რომელიც არაადეკვატურად იქცევა და არ უნდა დაინახოს რეალობა? ამბობს ამ კვლევებს არ ვენდობი, დიდი რეიტინგი მაქვსო. არადა, ამ 12 წლის მანძილზე ოპოზიციას არაფერი გაუკთებია იმისთვის, რომ მისი რეიტინგი გაზრდილიყო, პირიქით ნელ-ნელა ეცემა.

"ძალიან სუსტი ოპოზიცია გვყავს და ამ კვლევებით ჩანს, რომ ნამუშევარი არ არის. მომავალ არჩევნებს ყველა პარტია ხვდება მოუმზადებელი. კვლევებიდან ისიც გვითხრეს, რომ ქართველები ხართ ორი პარტიის ამარა. მგონი ძალიან მკაფთიოდ მივექანებით ერთპარტიული პარლამენტისკენ.

მოხდება თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების გამსხვილება, ან ვის გარშემო შეიძლება მოხდეს პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბება, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეს არა აქვს მოლოდინი, რომ პარტიების გაერთიანებები შედეგს მოიტანს.

მისი თქმით, შეიძლება არჩევნების დროს პარტიის ლიდერები ერთმანეთს ჩაეხუტონ, მაგრამ ამომრჩეველმა ეს გადაწყვეტილება დადებითად არ შეაფასოს. "

"არა მოგონია, რომ გახარიას პარტია და "ლელო" მომხიბვლელი იყოს პატარ პარტიებისთვის, პატარა პარტიები ალაბთ უფრო "ნაცმოძარობისკენ" გადაიხრებიან, არა მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაიერთანებები შედეგს მოიტანს"- ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ კრიზსს, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ენმ-ში ბრძოლა გაგრძელდება.

"არა მგონია, რომ ამ იწილო- ბიწილოს წერტილი დაუსვან. მიშას არც მელია ეხატება გულზე და არც ხაბეიშვილი. თვითონ უნდა ლიდერობა. თუ ლიდერობა უნდა, მაშინ უნდა დაიცადოს, ვიდრე ესენი ერთმანეთს დაასუსტებენ.

"ეს კრიზისი ასე მარტივად არ გაჩერდება და ბრძოლა გაგრძელდება. აქედანვე ჩანს, რომ დიდი არჩევნებისთვის მებრძოლი პარტია არ არის და სავსებით აწყობს ენმ-ს დარჩეს მთავარ ოპოზიციურ ძალად ქვეყანაში.

რაც შეეხება ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ არჩევნემდე ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნას. მისი თქმით, ასეთი რესურსი არსებობს, თუ "ქართული ოცნება" დაიყოფა.

"არის ასეთი რესურსი, ეს არის "ქართული ოცნების" დაყოფა. რამდენიმე ლიდერი აშკარად ჩანს - კობახიძე, ღარიბაშვილი, კალაძე. ხმების რესურსი "ქართულ ოცნებაში" მაინც დარჩება. ასე იყო ჟვანია-სააკაშვილის ტანდემის შემთხვევაში, როცა გამოეყვნენ "მოქალაქეთა კავშირს"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე