ევროკომისიის გადაწყვეტილებამ ბიძგი მისცა პოლიტიკურ პარტიებს გააქტიურდნენ და დაიწყონ მზადება არჩევნებსითვის- ასე აფასებენ ანალიტიკოსები პოლიტიკური პარტიების ლიდერების ბოლო დროინდელ განცხადებებს, სადაც ღიად არის საუბარი პატიების გაერთიანებებზე და ცენტრების ჩამოყალიბებაზე. ასევე კეთდება მინიშნებები ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაზე.
"ოცნებაში" აცხადებენ, რომ იმ პარტიებმა, რომლებსაც ეშინიათ, რომ შესაძლოა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახონ, საკუთარ ქმედებებს გადახედონ; "მათი რეიტინგი გაზრდის ნაცვლად მცირდება, ამიტომ უნდა გადააფასონ თავისი პერსპექტივები"- ფიქრობენ "ოცნებაში".
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო კვლევების თანახმად "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს 20%-ი და ნაკლები. სხვა პარტიები კი დღევანდელი მონაცემებით, ვერ ახერხებს ბერიერის გადალახვას.
"ეს ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, ჩვენ ყველაფერს გავაკთებთ, რათა ჩვენი რეიტინგი საარჩევნოდ კიდევ უფრო მეტად გაიზარდო. ამისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
უნდა ველოდოთ თუ არა პოლიტიკური პარტიების მხრიდან სტრატეგიის შეცვლას და ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ახალი ძალის გამოჩენას, ანალიტიკოსები არ გამიორცხავენ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების გამასხვილება მოხდეს და შეიქმნას 4-5 ცენტრი.
" მესამე პოლიტიკური ძალა იქნება ის, როცა მოხდება თანაბრად დისტანცირება როგორც "ოცნებიდან" ასევე "ნაცმოძრაობიდან" და ამას ხალხი დაინახავს. მეც ველოდები ახალი ძალის გამოჩენას. უნდა შეიქმნას ცენტრები, ანუ მოხდეს პატარა პარტიების გაერთიანება საერთო პლათფორმაზე.
"ასეთი სამი -ოთხი ცენტრი მაინც უნდა შეიქმნას, რომელებსაც შეუძლიათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამაზე მუშაობა დროზე უნდა დაიწყონ, რადგან იანვრის ბოლომდე პოლიტკიური სეზონი მკვდარია, გაზაფხულზე ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა შემდეგ გვიან იქნება"- განაცხადა "რეაზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.
ექსპერტი პეტრე მამრაძე დარწმუნებულია, რომ დღევანდელი ცნობადი სახეებიდან ვერავინ შეძლებს, თავისი ქარიზმითა და იდეებით, მოიზიდოს მოსახლეობის დიდი ნაწილი.
"ოპოზიციაში კი არა საზოგადოებაში არ არსებობს იმის რესურსი, რომ შეიქმნას კალასიკური პოლიტიკური პარტია. 300-მდე დაჯგუფებაა რეგისტრირებული დღეს საქართველოში, მაგრამ ხალხი ხმას მაინც აძლევს პიროვნებას და არა პარტიას.
"დღევანდელი ცნობადი სახეებიდან კი არცერთი არ არის ქულების შემქმნელი, არც გახარია, არც ლელეო, ბოკერია. დღეს ცნობადი სახეებიდან არავის აქვს შანსი გახდეს მესამე ძალა, რომელიც თავისი ქარიზმითა და იდეით მოიზიდავს მოსახლეობის დიდ ნაწილს"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიჩნევს, რომ მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენა პრობლემა არ არის, თუმც, არ არ ჩანს ისეთი ლიდერი, რომელიც მთელ პოლიტიკურ სპექტრს "ააყირავებს".
"ახალი პროლიტიკური ძალის გამოჩენა პრობლემა არ არის, პრობლემაა, რამდენად იქნება ეს ძალა გამწევი. ოპოზიცია ჯერ არ დალაგებულა და არც ლიდერი ჩანს. შეიძლება სადმე ჰყავთ გადამალული, რომელიც გამოჩნდება და ააყირავებს მთელ პოლიტიკურ სპექტრს.
"რა შეეხება ცენტრებს, არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს ცენტრების ორგანიზება: ერთი ზურაბიშვილის და მეორე ვიქტორ ყიფიანის ირგვლივ; მაგალითად ყიფიანის ირგვლივ, "ლელოს" და გახარიას პარტიის გარდა, გაერთიანდეს პატრა პარტიები და მოხდეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე