რეზონანსი
(15.11.2023)

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შვილის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად ავადმყოფობდა.

პანკისელი უხუცესი იკვლევდა და წერდა კავკასიელი ხალხის, მათი ცხოვრებისა და ბრძოლის ისტორიაზე.

ხასო ხანგოშვილს ეკუთვნის ისტორიული ნარკვევი „ქისტები“, მისი რედაქტორობითაა გამოცემული „ქისტური სამართლის კოდექსი“.

2021 წელს, ქისტი მწერალი, საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზისთვის, ნაშრომით „ქისტები

(100 ამბავი)“, „საბას“ პრემიაზე იყო წარდგენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე