რეზონანსი
(14.11.2023)

ჩინური აპლიკაცია TikTok-ი ნეპალში სოციალური ჰარმონიისთვის ზიანის მოტივით დაიბლოკა,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე დღის წინ ნეპალში სოციალურ მედია ფირმებთან დაკავშირებით ძალაში შევიდა ახალი წესი, რომელიც ქვეყანაში ფირმების საკავშირო ოფისების გახსნას ეხება.
TikTok-ი, რომელსაც მსოფლიოში მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს, ნეპალის გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანაშია დაბლოკილი, მათ შორის ინდოეთშიც. ნეპალის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრის რეზა შარმას განცხადებით, პლატფორმა საზოგადოებაში მავნე კონტენტს ავრცელებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



