რეზონანსი
(14.11.2023)

ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე ახალი რეკორდი დამყარდა. მარკა, სახელწოდებით „ამობრუნებული ჯენი“ 2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

ეს ცნობილი მარკა 1918 წელს გამოვიდა და მისი ფასი 24 ცენტი იყო. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საფოსტო თვითმფრინავი Curtiss JN-4, რომელსაც „ჯენი“ უწოდეს, შეცდომით ამოტრიალებული დაბეჭდეს.

Robert A Siegel Auction Galleries-ის აუქციონზე მარკა 76 წლის ცნობილმა კოლექციონერმა. ჩარლზ ჰეკმა შეიძინა, რომელიც ანალოგიური 2 მარკის მფლობელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე