რეზონანსი
(12.11.2023)

ჯეიკ სალივანის განცხადებით, ჯო ბაიდენს ამერიკელ და ჩინელ სამხედროებს შორის კავშირების აღდგენა სურს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CBS-ის ეთერში აღნიშნა, ეს ვაშინგტონის დღის წესრიგის მთავარი საკითხია.

„პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს სამხედრო კავშირების აღდგენა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია. კომუნიკაციის ეს ხაზები გვჭირდება, რათა თავი ავარიდოთ არასწორ გათვლებსა და გაუგებრობებს“, - განაცხადა სალივანმა.

ოთხშაბათს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, რომელიც სან-ფრანცისკოში გაიმართება, ბაიდენი პირადად შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება 2021 წლის შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე