რეზონანსი
(12.11.2023)

შპს „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე შეიზღუდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე