საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველის პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა, სადაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში მთავრობის მიღწევების თაობაზე ისაუბრა.
ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე“ მონაწილეობისას, ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი გზავნილი საქართველოში უწყვეტი, უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას შეეხებოდა.
მშვიდობისა და სტაბილურობის ხანა
როგორვ პრემიერმა ამაყად განაცხადა, მთავრობამ შესძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მაშინ, როცა საქართველოს ნებისმიერი წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა. ეს ერთადერთი პერიოდია, როდესაც საქართველოს ომი არ უწარმოებია.
„ჩემმა მთავრობამ შესძლო უწყვეტი, უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ნებისმიერი წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა.
ეს ერთადერთი პერიოდია, როდესაც არცერთი ომი არ უწარმოებია საქართველოს. არც ტერიტორიები დაგვიკარგავს. პირიქით, ვიზრდებით, ვმდრდებით და ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ისეთი რამ არის, რასაც კეთილდღეობა მოაქვს ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის აზრით, მშვიდობა გადამწყვეტია. მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა უნდა ვისწრაფვოდეთ. მსოფლიოს ნაკლები ომი და მეტი მშვიდობისმყოფელი სჭირდება.
„ამჟამად რასაც ვხედავთ, ძალიან გვაწუხებს. როგორ დასრულდება ეს ომი უკრაინაში? ძალიან გვაწუხებს ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში ან სხვაგან.
ამდენად, ჩემი მოსაზრება შემდეგში მდგომარეობს: ხალხს და ზოგადად მსოფლიოს ერებს სიცხადე, გარკვეულობა სჭირდება. ახლა ვერ ვხედავთ ამას. არც პროგნოზირებადობა არსებობს. არავინ იცის რას მოიტანს ხვალინდელი დღე“, - გაუზიარა თავისი წუხილი დისკუსიის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვის შეუძლია ამ ტიპის პრობლემების გადაჭრა? - დასვა მან კითხვა და თავადვე უპასუხე: დიდ ქვეყნებს, დიდ ზესახელმწიფოებს. პრემიერის აზრით, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და მსგავს ქვეყნებს სჭირდებათ დასავლეთის დიდი სახელმწიფოების ნათელი ხედვა.
სტრატეგიული თმენის პოლიტიკა
როგორც პრემიერი აცხადებს, ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევა კვლავ არსებობს. არ გამქრალა, მაგრამ ქვეყანამ სტრატეგიული თმენის პოლიტიკა ავირჩია. მისი აზრით, არის რაღაცეები, რასაც მყისიერად ვერ მოვაგვარებთ. ამიტომ საჭიროა მოთმინება, გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც უნდა მივყვეთ და თანმიმდევრულნი ვიყოთ ამ გეგმის შესრულებაში
„როდესაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, საქართველოს სტატუს-კვო იყო ასეთი: ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული იყო. კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ჩვენი რეალობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.
სამწუხაროდ, ომი რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდა 2008 წელს. 90-იან წლებში სამოქალაქო ომი გვქონდა. აფხაზეთსა და ოსეთშიც გვქონდა ომები. ეს ოკუპირებული ტერიტორიებია და მათ რუსეთის ფედერაცია უჭერდა მხარს მაშინ, 90-იანი წლების დასაწყისში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი აზრით, დიდი ომი, რომელიც დაიწყო უკრაინაში. ყველასათვის დიდი გამოწვევაა, იმიტომ, რომ შემდგომ ესკალაციის ან რთული სცენარების აცილებას ვეცდებით თუ არა, მას ჩვენზე მაინც აქვს გავლენა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ და დავადასტურებ, რომ საქართველო დაინტერესებულია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ფრთხილი, მაგრამ გონივრული პოლიტიკით მოვახერხებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას. ეს ერთადერთი არჩევანია, რაც საქართველოს ამჟამად გააჩნია.
ბოლო 10 წლისა და მეტის განმავლობაში არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან ეროვნული ინტერესების ხარჯზე! ყველაფერს ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ! მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რაც საუკეთესოა ჩვენი ხალხისთვის და მომავლისთვის!”, - განაცხადა პრემიერმა.
მაღალი ეკონომიკური ზრდა
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე ქქვეყნის ეკონომიკა გასამმაგდა, ლარის კურსის გამყარების ფონზე, სულადობრივი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), აშშ დოლარის დენომინაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში გაორმაგდა.
„ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. სომხეთთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გვაქვს ამჟამად. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან კარგ დარგობრივ პოლიტიკას და ეფექტურ მმართველობას ვაწარმოებთ. სწორედ ამის გამო ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.
ყოველივე ამას მოაქვს ახალი სამუშაო ადგილები, მეტი სტაბილურობა, მეტი პროგნოზირებადობა მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის. ასე, მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეკორდულ მაჩვენებელზე ავიდა გასულ წელს. სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები - ისტორიულ მაქსიმუმზე“, - ხაზი გაუსვა მთავრობის წარმატებებს პრემიერმა.
საქართველოს მედიაცია და კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ინტერესებშია გრძელვადიანი, ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა რეგიონში.
„ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველო ძალიან ობიექტური და ვიტყოდი, რომ მიუკერძოებელი მედიატორი, ფასილიტატორი და მეგობარია, რომელსაც ორივე ქვეყანა ენდობა. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. პირადად მაქვს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ორივე ქვეყნის ლიდერთან.
ამიტომ, საქართველოს ინტერესებშია გრძელვადიანი, ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების, მშვიდობიანი დიალოგის გარეშე არ იარსებებს მშვიდობა.
„2 წლის წინ წარმატებით ჩავატარეთ რიგით პირველი მედიაცია და ამის პრეცედენტი შევქმენით პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან ერთად, როდესაც აზერბაიჯანმა 15 დაკავებული პირი გაათავისუფლა საქართველოს მედიაციის გზით, ხოლო სომხეთმა მას გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები.
ამდენად, საქართველოს შეუძლია ამ შედეგების მიღწევა და მიმაჩნია, რომ აქ ნდობის ფაქტორი გადამწყვეტია. როდესაც ერთი მხარე მეორეს სთავაზობს მედიატორს, მას ორივე უნდა ენდობოდეს. თუ ნდობა არ იარსებებს, არც მედიაცია იქნება წარმატებული.
შეიძლება მხარეები ერთმანეთს არ ენდობოდნენ, მაგრამ თანამშრომლობა უნდა შედგეს. თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების, მშვიდობიანი დიალოგის გარეშე არ იარსებებს მშვიდობა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე