ფინეთის ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი კაცი დაჭრეს - 46 წლის მამაკაცს დანა სამჯერ გამეტებით ჩაარტყეს...
რეზონანსი
(11.11.2023)

ფინეთში, ტურკუს ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. მედიის ცნობით, შემთხვევა 9 ნოემბერს მოხდა.
შემთხვევა სასტუმროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კვების განყოფილებაში მოხდა. 46 წლის ქართველ კაცს დანით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



