რეზონანსი
(10.11.2023)

მინდა, მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოსადმი, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საქართველოს წარმატებებს უსურვებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება. საქართველოს ვუსურვებთ წარმატებას ამ გზაზე", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე