
ჩვენ არა მხოლოდ მომავალ წელს, არამედ 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებს ვატარებთ თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.
„ამ ყველაფერს აღიარებენ და ადასტურებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები, სადაც ხაზგასმითაა ეს ყველაფერი აღნიშნული. ჩვენ ყველანი ერთად ვართ მზად იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი იყოს სრულიად გამჭვირვალე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ვნერგავთ ელექტრონულ ხმის მიცემის სისტემას, რომელიც გამორიცხავს ყველა სპეკულაციას შედეგებთან დაკავშირებით", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



