
ევროკომისიის დათქმებში უფრო ზოგადი სურვილებია გამოთქმული, რაც პრინციპში ყველა სახელმწიფოს შეიძლება მოერგოს, თუმცა პროცესი მაინც უნდა დაიწყოს, აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
„დათქმებში ზოგადი სურვილებია გამოთქმული, ზოგადი იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტიურად ყველა სახელმწიფოს შეიძლება, რომ ამ ტიპის ხარვეზები მოუძებნო.დღეს რომ ვაკვირდებით პარტიებს შორის დაძაბულ ურთიერთობებს, ინკლუზიურობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს მათ შორის იმ ქვეყნებში ხდება, ვინც ევროპამ ჩვენზე წინ დააყენა.
„ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ამ მოთხოვნებზე ლაპარაკი უფრო რიტორიკაა და რეალური ფაქტორები გაწევრიანების ან უარის თქმისა სხვა იქნება. დეკემბრამდე ეს პროცესი დაწყებით კი უნდა დაიწყო იმისთვის, რათა აჩვენო, რომ დაიწყე, მაგრამ სხვა ფაქტორებიც არსებობს და ნუ გვექნება ისეთი განცდა, რომ სკოლაში ვზივართ და მასწავლებელს გამოცდებს ვაბარებთ.
„რაც შეეხება ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, კარგი ნაბიჯია," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



