ევროკომისიის რეკომენდაციებში საკითხი, რომელიც 12 პუნქტს არ აგრძელებს და სრულიად ახალი დათქმაა, ეს არის 2024 წლის საპარლამეტო არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება. სტრატეგიული პარტნიორების თქმით, სწორედ ეს გახდება დემოკრატიის ინდიკატორი და ამ არჩევნებს ევროკავშირი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ხერხემალია. „ამ ახალი ნაბიჯებიდან ერთ-ერთია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს დემოკრატიის ხერხემალია. რა თქმა უნდა, ჩვენ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე მიმავალ მთელ პერიოდს დავაკვირდებით. იმედი გვაქვს, რომ სუფთა ველი იქნება და ყველა შეძლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და უპირველეს ყოვლისა - რომ ძალადობა არ იქნება... ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
არჩევნებზე რაც მეტი დამკვირვებელი იქნება, მით უკეთესი, იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ყველა დონის არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ტარდება, 2024 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად, უმეტეს უბნებზე ხმის მიცემა ელეტრონულდ იქნება, რაც რევოლუციური წინსვლაა - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც ასევე დასძენს თუ რომელ პარტიას აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი და რომელი ახალი პოლიტიკური აქტორები შეიძლება ვიხილოთ არჩევნებში ოპოზიციურ ველზე.
„რუსული ოცნება" ევროკომისიის პირობების შემსრულებელი არ არის - ერთადერთი პირობა, რომლის შესრულებაც ბიძინა ივანიშვილის აუცილებლად მოუწევს, 2024 წლის არჩევნების დემოკრატიული ჩატარებაა, რისი გარანტიც ევროკავშირი იქნება", - განაცხადა პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურება და მონაპოვარია.
გია აბაშიძის თქმით, 2024 წელს არჩევნები იქნება უმეტესწილად ელექტრონული სისტემით, რაც მეტი გამჭვირვალობის წინაპირობაა.
„საქართვლოში არჩევნებზე რაც მეტი დამკვირვებელი იქნება, მით უკეთესი, იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ყველა დონის არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ტარდება. 2024 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად, საყოველთაო არჩევნები უმეტეს უბნებზე ელეტრონული ხმის მიცემის გზით ჩატარდება. ეს რევოლუციური წინსვლაა, ამ სისტემას ნაკლოვანება თითქმის არ აქვს და უამრავი დადებითი მხარე აქვს. როცა წინასწარი შდეგები დაახლოებით ცხრის წუთებზე გახდება ცნობილი, იქ უკვე იკარგება „ნაცმოძრაობის" მიერ დასპონსორებული ე.წ. ეგზიტპოლების თუ გამოკითხვების მავნებლური ეფექტი. კარგია, რომ ამას დააკვირდნენ - როგორც ვიცი, როცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები გაიმართა, საელჩოები აკვირდებოდნენ.
„დათქმებში დაწერა იმის, რომ არჩვენები გამჭვირვალე უნდა იყოს, ცოტა არ იყოს ღიმილისმომგვრელია, რადგან მანამდეც, როცა ხმის მიცემა ბიულეტენებით ხდებოდა, არჩევნები ყოველთვის დემოკრატიული იყო. რასაკვირველია ცალკეული ხარვეზებით, რომელიც ამერიკასა და ევროპაშიცაა.
„არჩევნებზე ფსონს მხოლოდ საქართველოს საზოგადოება დებს, ვერცერთი უცხოელი თუ გარე აქტორი ვერ ჩაერევა საქართველოს საარჩევნო პროცესში, მაშინ, როცა მისი უდიდებულესობა საქართველოს ელექტორატი მისთვის სასურველ მმართველ პარტიას ირჩევს", - განაცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე ამ მოცემულობის ფონზე, ოპოზიციას და ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნებისთვის რა შანსები აქვს, აბაშიძემ გვითხრა: „სამწუხარო მოცემულობაა, რომ „ქართულ ოცნებას" ერთგვარი პოლიტიკური მონოპოლია აქვს და მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ევროპული დემოკრატია პირდაპირ ვერ სრულდება, რადგან საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში „ნაცოპოზიციაა", რომლებიც ევროპასთან კი არა, ცივილიზაციასთანაც არ არიან ახლოს.
„მოლოდინი მაქვს, რომ „ოცნება" იდიდესი უმრავლესობით გაიმარჯვებს, ენმ თუ მანამდე კიდევ არ ჩამოიშალა, 5%-იან ბარიერს დიდი ალბათობით გადალახავს. აქ ერთი საკითხია - თუ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის ვადის შემდეგ ან დასრულებამდე პოლიტიკაში გადაინაცვლა, საინტერესოა ის რომელ პარტიასთან იქნება აფილირებული, ეს იქნება პირობითად გახარიას პარტია, ენმ თუ კიდევ სხვა?
„როგორც წინასწარი მონახაზი აჩვენებს, დასავლეთის ცალკეული აქტორები ფსონს სალომე ზურაბიშვილზე, ნინო ლომჯარიასა და გიორგი გახარიაზე დადებენ, თუმცა ობიექტური შეფასებით ცალკე თუ ჯამურად, არცერთ მათგანს საზოგადოებაში ფართო მოწონების ხარისხი არ აქვს. სალომე ზურაბიშვილი ვისთანაც იქნება, შესაძლოა ამ პარტიამაც დიდი სიძნელით, მაგრამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, მაგრამ საქართველოს პარლამენტში ეს პოლიტიკურ ამინდს ნამდვილად ვერ შეცვლის", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე