რეზონანსი
(09.11.2023)

ისრაელმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის წესები, თუ მას არ სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იზოლაციაში მოექცეს, - ამის შესახებ France 2-ის ეთერში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
„ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული მიდგომით კონფლიქტის მოგვარება ევროკავშირისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს. მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით კონფერენცია უნდა გაიმართოს, რათა კომპრომისული გადაწყვეტილება გამოვნახოთ. ღაზის სექტორში მოქმედების დროს ისრაელმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის წესები, თუ მას არ სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იზოლაციაში მოექცეს", - აღნიშნა შარლ მიშელმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



