რეზონანსი
(06.11.2023)

ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ გამომწერების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მისი გამომწერი დაინტერესდა, დასრულდა თუ არა ნანუკა გულუასთან მისი მეგობრობა. კითხვაზე, ნანუკა გულუასთან მართლა აღარ მეგობრობ? რა მოხდა? - თათიამ უპასუხა:

„მე და ნანუკა გულუა ნამდვილად აღარ ვმეგობრობთ, არ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს. ის ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი იყო.

ალბათ ორივეს ჩვენ ჩვენი სიმართლე გვაქვს, რომლის გარკვევასაც მე ნამდვილად აღარ ვაპირებ“, – თქვა თათია შარანგიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე