რეზონანსი
(05.11.2023)

მამუკა ლომაშვილი სცე­ნა­ზე ყოფ­ნის 20 წლის­თავს კი ახა­ლი ცხოვ­რე­ბით შეხ­ვდა - ის ემიგ­რან­ტია და უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც ნიუ-იორკშია. 

„სა­ნამ ადა­მი­ა­ნი ემიგ­რან­ტი არ გახ­დე­ბა, ვერ მიხ­ვდე­ბა, რა გან­ცდე­ბია. ვი­თომ შე­ნია გარ­შე­მო აქ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ შენი არა­ფე­რია. ხან­და­ხან ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მო­გე­ნატ­რე­ბა, ვერც წარ­მო­იდ­გენ... სა­ერ­თოდ, დიდი გან­სხვა­ვე­ბაა ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის ემიგ­რა­ცი­ას შო­რის. აქ ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლად გი­წევს, ვიდ­რე ევ­რო­პა­ში... დილა 5 სა­ათ­ზე იწყე­ბა, როცა ჯერ კი­დევ ბნე­ლა, რუ­ტი­ნა­ში ერ­თვე­ბი და და­ღა­მე­ბამ­დე ამ რუ­ტი­ნა­ში ხარ სულ - სამ­სა­ხუ­რი, სამ­სა­ხუ­რი, მუ­შა­ო­ბა, მუ­შა­ო­ბა. ფი­ზი­კუ­რად დრო არაფ­რის­თვის გრჩე­ბა... სრუ­ლი­ად სხვა რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდი - რა­ღა­ცე­ბი მიკ­ვირს, რა­ღა­ცე­ბი მომ­წონს, რა­ღა­ცე­ბი სწო­რად არ მი­მაჩ­ნია...

არას­დროს არ ვსა­უბ­რობ ჩემს პრობ­ლე­მა­ზე, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ პან­დე­მი­ის დროს სა­ერ­თოდ არაფ­რის გა­რე­შე დავ­რჩი. ფი­ნან­სუ­რად კრი­ზი­სი შე­მექ­მნა, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რიც არ მქონ­და, რომ ხელ­ფა­სი ვინ­მეს გა­და­ე­ხა­და... რო­დემ­დე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ოჯა­ხის წევ­რე­ბის კმა­ყო­ფა­ზე?! ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი იმ ყვე­ლა­ფერს, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ზო­გა­დად, მაგ დროს ესტრა­დის არ­ტის­ტებს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ. ჩვენ ჰო­ნო­რარ­ზე, გა­მოს­ვლებ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­შინ ამა­ზე არა­ვინ ფიქ­რობ­და... რაც მთა­ვა­რია, ნიკო, ჩემი შვი­ლი უყუ­რებ­და იმას, მა­მა­მი­სი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ იყო უმუ­შე­ვა­რი. არ მინ­დო­და, უმუ­შე­ვა­რი მამა და­ე­ნა­ხა. ისე, მეც არ ვიცი, რო­გორ და რა­ნა­ი­რად გა­დავ­წყვი­ტე, მით უფრო, რომ სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი, სად მოვ­დი­ო­დი. უბ­რა­ლოდ ვთქვი, - ეს რომ არ გა­ვა­კე­თო, შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვუს­ვა თავს კი­თხვა, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ყო­ფი­ლი­ყო-თქო. თუმ­ცა არ ყო­ფი­ლა იოლი, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე და წა­მო­ვე­დი.

სა­ერ­თოდ რთუ­ლია, ოჯა­ხის გა­რე­შე აქ ცხოვ­რე­ბა. ჩემი ცოლ-შვი­ლიც ცო­დოა იქ მარ­ტო და მეც ცოდო ვარ აქ მარ­ტო. ან მე უნდა წა­ვი­დე იქით, ან ისი­ნი უნდა წა­მო­ვიდ­ნენ ამე­რი­კა­ში.

 ახლა ვმუ­შა­ობ უბერ­ზე, უბე­რის­ტი ვარ. ეს არის ტაქ­სი. პა­რა­ლე­ლუ­რად ხელი მოვ­კი­დე ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას, ნინი შერ­მა­დინს აქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ვო­კა­ლუ­რი სტუ­დია „არ­ტჰა­ბი“. მი­უ­ზიკ­ლი შევ­თა­ვა­ზე, ჰოდა, პი­ე­სა სა­შო­ბაო ზღა­პა­რი დავ­წე­რე. ახლა ვემ­ზა­დე­ბით სა­შო­ბაო მი­უ­ზიკ­ლის­თვის, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ სტუ­დი­ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ტა­რე­ბის­თვის შევ­ქმე­ნი. სტუ­დია ნიუ-ჯერ­სი­შია, სა­დაც ქარ­თველ ბავ­შვებ­თან ერ­თად ამე­რი­კე­ლე­ბიც არი­ან, ძი­რი­თა­დად მა­ინც ქარ­თვე­ლე­ბი ჭარ­ბო­ბენ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მსა­ხი­ო­ბებ­თან პი­ე­სა­ზეც და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა... მოკ­ლედ, ვნა­ხოთ... ხომ ვამ­ბობ, ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა. რაც შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, უნდა გა­ა­კე­თო. თუ ხარ ოჯახ­ში მა­მა­კა­ცი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აიღო. აქა­ურ რიტმს უნდა აყვე“, - განუცხადა "ამბებს" მამუკა ლომაშვილმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე