რეზონანსი
(01.11.2023)

მომღერალი ნინი შერმადინი ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის საფრანგეთში ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე გამოჩენას ეხმაურება.

„მგონი, ყველას ძალიან მოგწონთ ეს ულამაზესი წყვილი და იმიტომ გიჟდებით ასე... ნიცა სასწაული სილამაზის და შარმის მქონე გოგოა და ვაღიაროთ, რომ თან ძალიან ეფექტური. ხვიჩა კიდე ჩემთვის მესიცაა, რონალდოც, მარადონაც და პელეც! გმადლობთ, ნახვამდის.  თფუ თფუ თფუ, თვალი არ გეცეთ.

პ.ს. ეცადეთ გულით გაგიხარდეთ სხვისი წარმატება და ბედნიერება, იქნებ ერთ დღეს თქვენთანაც მოვიდეს“,- წერს ნინი შერმადინი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე