რეზონანსი
(30.10.2023)

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ხობში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

,,უსაშინლესი ტრაგედია დატრიალდა ხობის მუნიციპალიტეტში: ჯერ იყო და, 19 წლის ადგილობრივმა, რეზიმ, ვაშლიჯვრის სამხედრო ნაწილში ავტომატიდან გასროლით თავი მოიკლა, დღეს კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მისმა მე-12 კლასელმა შეყვარებულმა – ნინიმ, რომელიც სახლში, გარდაცვლილი იპოვეს…

საშინელებაა, წარმოუდგენელი ამბავი, ვუსამძიმრებ ორივე გარდაცვლილის ოჯახებს, ახლობლებს…" - წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე