რეზონანსი
(30.10.2023)

ჩხუბი და ხმაური რუსთავში, ცენტრალურ ქუჩაზე. "ინფო რუსთავის" ცნობით, მესხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი კაფისა და ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მამაკაცს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კამათი მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში და ჩხუბში გადაიზარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სამართალდამცავები ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, თუმცა სწორედ ამ დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით ერთ-ერთმა ახალგაზრდამ პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცავებმა მამაკაცი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



