
ბოლო პერიოდში პრეზიდენტის პოზიციონირება დიდწილად არის თანხვედრაში ოპოზიციის გეგმებთან, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" ცვლილებებზე ვეტოც მისი ამგვარი პოზიციონირების გაგრძელებაა.
„რაც შეეხება ვეტოს, ეს კანონი მივიღეთ პარლამენტმა, შესაბამისად, ეს არის ჩვენი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ პრეზიდენტის პოზიციონირებას, რომელიც დიდწილად არის თანხვედრაში ოპოზიციის გეგმებთან და პოზიციებთან, რაც სამწუხაროა. ესეც ერთგვარი გაგრძელებაა მისი ამ პოზიციონირების, რასაც პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით ვუპასუხებთ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



