რეზონანსი
(29.10.2023)

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსთან სამაშველო სამსახურის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. "ინფო რუსთავის" ცნობით, კორპუსის ეზოში აღნიშნული სამსახურები ბავშვებმა გამოიძახეს.
როგორც ერთ-ერთმა მცირეწლოვანმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, მან 112-ში კნუტის დახმარების მიზნით დარეკა. როგორც გაირკვა, კატა სიმაღლეზე იყო დარჩენილი და უკან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.
მაშველებმა ცხოველს დახმარება აღმოუჩინეს.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



