რეზონანსი
(27.10.2023)

„ტაბულას" დამ­ფუძ­ნებ­ელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მას პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ.

„ქოცებმა რომ პირადი ცხოვრებით დამაშანტაჟეს და ყალბი ჩანაწერები გამოაქვეყნეს, ამ ფოტოთი მივეგებე - შემდეგ ჯერზე, მეტი დამაჯერებლობისთვის, ტატუს დახატვა ვთხოვე.

(სხვათა შორის ამით მივიქციე ყურადღება (ქოდამ გააკეთა სთორი) და შედეგად ლინკოლნის ცენტრში, ჰილარი კლინტონთან პანელზე აღმოვჩნდი) ახლა, ზუსტად ისე როგორც ცხოველების ფერმის ფინალშია, ბაბლის ასინეთები მაშანტაჟებენ პირადი ცხოვრებით.

ცხოვრება ლიმნებს რომ მესვრის, ლიმონათს ვაკეთებ და ახლაც დავდებ ამ ფოტოს - ვინ იცის, რას გამოვკრა ხელი", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი და თან ტექსტს ფოტოს ურთავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე