რეზონანსი
(27.10.2023)
მომღერალ თათა გიორგობიანს „ღამის შოუს“ ჩაწერისას ხელი სთხოვეს. თათა არასოდეს საუბრობს პირად ცხოვრებაზე, თუმცა ახლა ცნობილი გახდა, რომ მას რჩეული ჰყავს. ამის შესახებ ცნობილი გიორგი გაბუნიას გადაცემა "ღამის შოუდან" გახდა.
"ძალიან გაგახარებთ ის, რაც ახლა გადაცემაში მოხდება" - გადაცემის წამყვანის ამ სიტყვების შემდეგ სტუდიაში კონსტანტინე მოსიძე შემოდის და მომღერალს ხელს სთხოვს.
კონსტანტინე მოსიძე ეკონომისტი და ბლოგერია. ის ვიდეოებს ხშირად დებს და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე