ია აბულაშვილი
(26.10.2023)

პრეზიდენტსა და "ოცნებას" შორის ურთიერთობა, იმპიჩმენტის მცდელობის შემდეგ, კვლავ დაძაბულია. მმართველ გუნდს ზურაბიშვილის ნდობა აღარ აქვს და "ნაციონალური მოძარაობის" პრეზიდენტად მოიხსენიებს. "ქართულ ოცნებიაში" დარწმუნებული არიან, რომ პრეზიდენტის შეთანხმებული მოქმედება ოპოზიციასთან მისი პოლიტიკაში დარჩენის სურვილით აიხსნება.

უფრო მეტიც, როგორც "ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში მონაწილოების მიღებას გეგმავს.

"ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს პოლიტიკური გეგმები, განიხილება სერიოზულად მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხი. საუბარია არჩევნებში მისი ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში კანდიდატად მონაწილეობაზე. რეალურად ეს დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო შედეგზე. რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება, ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მითუფრო უკეთესი "ქართული ოცნებისთვის"- აცხადებს ირაკლი კობახიძე,

როგორ და რა ფორმით ჩაერთვება ზურაბიშვილი პოლიტიკურ აქტივობაში, ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, რადგან პრეზიდენტის რანგში ამგვარი პოლიტიკური აქტივობები კანონით იკრძალება.

"პარტიის წევრობა, ან პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება პრეზიდენტს არა აქვს. თუ ის პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს, ისევ იქნება იმპიჩმენტის საფუძველი.

"რაც შეეხება არჩევნებში მისი კანდიდატად მონაწილეობას, პრეზიდენტს არა აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუ ის არ გადადგება პრეზიდენტის თანამდებობიდან. არჩევნებში მონაწილეობას თუ მოინდომებს, მაშინ არჩევნებამდე 40 დღით ადრე შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან."- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ განცხადებები იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ოპოზიციის, კერძოდ "ნაციონალური მოძარაობის" პრეზილდენტია, ამით "ოცნება" ცდილობს საზოგადოებაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია მოახდინოს და მისი რეიტინგი დაეცეს.

"სალომე ზუურაბიშვილი პარტიული თუ გახდება და ჩაერთვება პარტიულ საქმიანობაში, მაშინ მან უნდა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და გადადგეს. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, ამ განცხადებებით, "ოცნება" ცდილობს საზოგადოებაში სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია მოახდინოს. რომ ის არ არის დამოუკიდებელი ფიგურა და რომ არის "ნაციონალური მოძარაობის" პრეზიდენტი. ცდილობს დაეცეს მისი რეიტინგი, რაც ჩემი აზრით "ოცნების" მხრიდან არასწორი გათვლაა.

"რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, ჩაერთვება თუ არა არჩევნებში და რა ფორმით, ეს ჯერ საბოლოოდ არავინ იცის. პრეზიდენტს სჭირდება სწორი გათვლა, ასე მარტივი ხომ არ არის თქვას - გადავდექი; ხომ უნდა გათვალოს, რომ გადადგება, ვისთან ერთად გამოვა არჩევნებში და ა.შ.

"ძნელია იმის თქმა, როგორ მოიქცევა ერთი წლის განმავლობაში, ანუ ვადის ამოწურვამდე. 2024 წლის არჩევნებში თუ მართლაც უნდა მონაწილეობა მიიღოს, არჩევნებმედ 40 დღით ადრე შეუძლია გადაგეს თანამდებობიდან.

"სალომე ზურაბიშვილს თავისუფლად შეუძლია შექმნას დამოუკიდებლად ახალი პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს აუცილებლად გადალახავს. იმპიჩმენტის შემდეგ პრეზიდენტის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა"-"რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე