რეზონანსი
(24.10.2023)

პოლონეთში, დააკავეს ქართველი, რომელიც საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა და მოქალაქეებს დაეჯახა. შემთხვევა გვიან ღამით, ბოულინგ ცენტრში მოხდა. როგორც პოლონური მედიასაშუალებები იტყობინებიან, მომხდარს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
"პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის შელაპარაკება დაიწყო, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ერთ-ერთი მონაწილე მანქანაში ჩაჯდა და კლუბის წინ მყოფ ადამიანებს შეეჯახა. შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერს მედია.
დევნის შემდეგ მძღოლი, საქართველოს 23 წლის მოქალაქე დააკავეს.
წყარო: TV25.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



