რეზონანსი
(24.10.2023)

რუსთავში მამამთილმა რძალს სცემა. მეგობრობის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 70 წლამდე კაცსა და 40 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი შელაპარაკება კამათში გადაიზარდა რაც ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მამამთილმა რძალს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



