რეზონანსი
(23.10.2023)

„დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველშია, 28 რიცხვიდან კი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაიწყება, რომელიც 14 ნოემბრამდე გასტანს, როცა დედამიწა უარყოფით ენერგო ველში იქნება“, - აღნიშნა ცაგარელმა იმედის დილის ეთერში სტუმრობისას.

ასტროლოგის თქმით, ამ კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი.

„ასევე, ხვალ და ზეგ კურომ, მორიელმა, ლომმა და მერწყულმა მიაქციეთ ნერვიულ სისტემას ყურადღება და აკონტროლეთ ემოციები. შაბათ-კვირას ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება, იყავით ყურადღებით არ გახდეთ ემოციური, რათა ეს ყველაფერი არ გადავიდეს შიშში, დეპრესიაში. შაბათ-კვირას არ გასცეთ ფული, არ დაიწყოთ ახალი საქმე, არ იყიდოთ ახალი არაფერი. ეცადეთ სასიამოვნო ადამიანებთან გაატაროთ ეს დღეები, გახვიდეთ ბუნებაში“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე