
"ქართული ოცნების" შტურმი არასამთავრობო სექტორზე - სახელისუფლებო ძალამ სამიზნეში ის ორგანიზაციები ამოიღო, რომლებიც აქციებზე უკანონოდ დაკავებულ და დაჯარიმებულ ახალგაზრდებს ეხმარებიან. მმართველი პარტია დეზინფორმაციით ცდილობს საზოგადოება დააჯეროს, რომ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - ქვეყანაში რევოლუციას ამზადებს.
პროდასავლური ორგანიზაციების დევნა და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყება იმ ფონზე ხდება, როცა პრორუსული ძალები ხელშეუხებლობისს გარანტიებით სარგებლობენ. რადიკალები უკვე ღია მუქარაზე გადავიდნენ და ანტიევროპულ პროპაგანდას ეწევიან. "ალტ ინფოს" და სხვა პრორუსული დაჯგუფების გადაწყვეტილება ასეთია : თუ "ოცნების" ხელისუფლებას ვინმე მოსთხოვს საქართველოს ევროინტეგრაციას, მასზე ორგანიზებულად გაილაშქრებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



