
არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მოსამართლეებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
„თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფო, უნდა დავიცვათ კონსტიტუციის პრინციპები და უნდა დავიცვათ ის წესები, რაც სახელმწიფოსთვის არის ძირითადი და ყველასთვის სახელმძღვანელო. აი, ეს გადაწყვეტილება მიიღო დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებობს სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი, არსებობს კონკრეტული კონსტიტუციურო ინსტიტუტი - საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც განიხილა ეს დავა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



